ჩეხეთში უკრაინის მხარდამჭერი მრავალათასიანი აქცია გაიმართა

31 ოქტომბერი 2022, 11:58 457 ნახვა

პრაღაში მთავარ მოედანზე ათობით ათასი ადამიანი უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე შეიკრიბა.აქციის მონაწილეებმა მზარდი პოპულიზმი და ექსტრემიზმი დაგმეს.ამავე ადგილას ორი დღის წინ ულტრამემარჯვენე პოლიტიკური მოძრაობების კოალიციამ, ოპოზიციურმა ჯგუფებმა და კომუნისტურმა პარტიამ საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ევროკავშირისა და ნატოს წინააღმდეგ გამოვიდნენ და მოსკოვთან გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით პირდაპირი მოლაპარაკებები მოითხოვეს.გუშინ გამართული კონტრაქციის მონაწილეებმა  ჩეხეთის, აშშ-ს, ნატოს და უკრაინის დროშებით ხელში მხარდაჭერა გამოუცხადეს უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომში.აქციის მონაწილეებს ვიდეოკავშირით მიმართა უკრაინის პირველმა ლედიმ ოლენა ზელენსკამ, რომელმაც შეკრებილებს უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე ყურადღების გამახვილებისკენ მოუწოდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი