ძალადობას გამოქცეული დაღესტნელი დები საქართველოში

30 ოქტომბერი 2022, 11:32 396 ნახვა

ლარსის საზღვარზე რამდენიმე საათიანი დაკითხვისა და საზღვრის კვეთის შეფერხების შემდეგ, დაღესტნის სოფელ ხაჯალმახში მცხოვრებმა 4- ოთხმა დამ საქართველოში გადმოსვლა მოახერხეს. დები ხადიჟატ და ფატიმატ ხიზრიევები, ამინატ გაზიმაგომედოვა და ფატიმატ მაგომედოვა საქართველოსთან საზღვრის კვეთის მცდელობისას რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს, დების ინფორმაციით მათზე ნათესავები და ოჯახის წევრები რეგულარულად ძალადობდნენ და იმ შემთხვევაში თუ დროულად ვერ მოასწრებდნენ საზღვრის კვეთას ოჯახის წევრები მათ აუცილებლად მიუსწრებდნენ და მოკლავდნენ. დებს უფლებადამცველი ორგანიზაცი ეხმარებოდა. მათი განცხადებით ისინი არც საქართველოში არიან სრულიად უსაფრთხოდ, ვინაიდან ოჯახის წევრებმა უკვე შეატყობინეს საქართველოში მყოფ ნათესავებს ფაქტის შესახებ და დებს საფრთხე ნათესავების მხრიდანაც ემუქრებათ. როგორც უფლებადამცველები ამბობენ, დებს ბავშვობაში ქალური წინადაცვეთა ჩაუტარეს, ხოლო ცოტა ხნის წინ მშობლებმა ერთ-ერთს თავის ბიძაშვილზე დაქორწინება დაუპირეს. ზაფხულში დებმა რეგიონი უფლებადამცველების დახმარებით დატოვეს და ოჯახიდან გაიქცნენ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში