დღეს "დინამო" ბათუმი თბილისის "ლოკომოტივს" დაუპირისპირდება

29 ოქტომბერი 2022, 11:49 473 ნახვა

დღეს საქართველოს ეროვნული ლიგის 32-ე ტურის შეხვედრაში "დინამო" ბათუმი საკუთარ მოედანზე თბილისის "ლოკომოტივს" უმასპინძლებს.

გასული 31 ტურის შემდეგ ბათუმელებს 67 ქულა აქვთ მეორე ადგილზე იმყოფებიან, ხოლო "ლოკომოტივი" 8 ქულით ბოლო პოზიციაზეა.

ეს დაპირისპირება  დღეს 29 ოქტომბერს ბათუმში 20:00 საათზე დაიწყება.

ბილეთები ონლაინ რეჟიმში საიტ biletebi.ge-ზე და სტადიონის სალაროებში იყიდება. ფასი კი 50 თეთრია.

ბათუმელების მთავარი კონკურენტი დინამო თბილისი შინ თანაქალაქელ "საბურთალოს"  დღეს  18:00 საათზე დაუპირისპირდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში