ინტენსიური ბრძოლები უკრაინაში

29 ოქტომბერი 2022, 11:31 431 ნახვა

უკრაინაში ომის 248-ე დღეა. რუსულმა ძალებმა გვიან ღამით დნეპროპეტროვსკის ოლქის 3 თემი დაბომბეს. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ყველაზე მეტად დაზარალდა ნიკოპოლი, სადაც მრავალსართულიანი კორპუსები, კერძო სახლები და ელექტრო ქსელები დაზიანდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპანტმა ზაპოროჟიეს ოლქის 12 დასახლებულ პუნქტზე მიიტანა იერიში. დონეცკის ოლქში კიდევ 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა რუსულ ბომბს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა დონეცკის ოლქის მაიორსკის დასახლებულ პუნქტში 300-მდე ოკუპანტი გაანადგურეს. ამასთან, უკრაინული მხარის წარმატებაზე საუბრობს ლუჰანსკის ოლქის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. სერგეი გაიდაი დასახლებულ პუნქტებს არ ასახელებს, თუმცა აღნიშნავს, რომ "სვატოვო-კრემენნაიას" მაგისტრალი პრაქტიკულად უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშაა. ოლქის ხელმძღვანელმა მოსახლეობას დროებით საინფორმაციო დუმილისკენაც მოუწოდა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი