ყველა ჩუმად არის და ერთნაირად ფიქრობს: მე არ შემეხება, ომი სადღაც აფხაზეთსა და ოსეთშია - ეს ქართველების პრობლემაა, სადღაც ყირიმსა და დონბასშია - ეს უკრაინელების პრობლემაა - სამწუხაროდ, შედეგად, ეს ყველას პრობლემა ხდება - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
"ბოროტება, რომელიც თითქოს საბოლოოდ დამარცხდა 1945 წელს, 80 წლის შემდეგ ხელახლა იბადება ფერფლიდან. როგორ? შეუმჩნევლად. თანაც ძალიან სწრაფად. როგორც ერთი დღე ცვლის მეორეს. მომენტალურად. მყისიერად მოდის ახალი დღე და ახალი ბოროტება. სწორედ იმ მომენტში, როცა სამყარო ვერ ამჩნევს. ზოგს ეძინება, ზოგს ღრმად სძინავს. ზოგი ყურადღებას არ აქცევს, ზოგს არ აინტერესებს და ზოგადად, ყველა ჩუმად არის და ერთნაირად ფიქრობს: მე არ შემეხება. ომი სადღაც შორსაა, სადღაც დნესტრისპირეთში - ეს მოლდოველების პრობლემაა. სადღაც აფხაზეთსა და ოსეთშია - ეს ქართველების პრობლემაა, სადღაც ყირიმსა და დონბასშია - ეს უკრაინელების პრობლემაა. ჩვენ არ შეგვეხება, არ დაგვაზარალებს, ჩვენთან არ მოვლენ. სამწუხაროდ, შედეგად, ეს ყველას პრობლემა ხდება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.