უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი მიხეილ ყაფლანიშვილი საქართველოში ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისი ოჯახის წევრები, მეგობრები, პოლიტიკოსები და თანამებრძოლები იმყოფებოდნენ.
მიხეილ ყაფლანიშვილი ლუგანსკში, სადაზვერვო ოპერაციის დროს ოკუპანტების სარაკეტო იერიშმა იმსხვერპლა. მას ჭურვის ნამსხვრევები მოხვდა და ადგილზე დაიღუპა.
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის პანაშვიდი ქაშუეთის ეკლესიაში გაიმართება. შაბათს კი დამპალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.