რიში სუნაკი ოფიციალურად დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრია.42 წლის სუნაკის პოლიტიკური კარიერა ბორის ჯონსონის პრემიერობისას დაიწყო, როდესაც 2019 წელს იგი ფინანსთა მინისტრად დაინიშნა და საქმიანობას კორონავირუსის პერიდოში საკმაოდ კარგად გაუძღვა.სუნაკი დიდი ბრიტანეთის პირველი პრემიერ-მინისტრი გახდა, რომლის მშობლები წარმოშობით ინდოეთიდან არიან. მან დაამთავრა ოქსფორდისა და სტენფორდის უნივერსიტეტები. დაქორწინებულია ინდოელი მილიარდერის ქალიშვილზე, ჰყავს ორი შვილი. მისი ქონება 710 მილიონ გირვანქას შეადგენს. სუნაკი 200 წლის განმავლობაში დიდი ბრიტანეთის ყველაზე ახალგაზრდა პრემიერია.