უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული

22 ოქტომბერი 2022, 14:51 731 ნახვა

უკრაინაში პუტინის ომი უკვე 241 დღეა მიმდინარეობს. ამ დროის განმავლობაში გაეროს ინფორმაციით, უკრაინაში სულ მცირე 6 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, თუმცა რეალური მაჩვენებელი გაცილებით მეტია, საბრძოლო მოქმედებების გამო მონაცემების დაზუსტება რთულია.

ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთში აქტიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. დღეს დილით, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა. საფრთხის ქვეშ რჩება კაჰოვკის ჰიდროელექტროსადგურის ტერიტორია.

ჰესის აფეთქების მცდელობაში უკრაინა და რუსეთი ერთმანეთს ადანაშაულებს, თუკი ის აფეთქდება ძალიან დიდი ტერიტორია წყლით დაიფარება, რაც მოსახლეობას საფრთხეს უქმნის.

გასულ ღამეს და შაბათ დილით რუსეთის საოკუპაციო არმიამ უკრაინის რამდენიმე ოლქს დაარტყა. მათ შორის აფეთქებებია ჩერკასის, ხმელნიცკის, კიევის,  რივნისა და ვინიცის ოლქებში.

დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში მტერმა კასეტური საბრძოლო მასალა გამოიყენა.

უკრაინის ეროვნული გვარდიის ინფორმაციით, მტრის მხრიდან მუდმივი დაბომბვის გამო ბახმუტში ვითარება კრიტიკულია. 

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი