თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული სამეფოს ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში კონფერენცია - რისკი ჰიბრიდულ ეპოქაში ჩატარდა.
პირველად საქართველოს თავდაცვის სამინისტროში რისკის მართვის სისტემის დანერგვა მიმდინარეობს. აღნიშნული ფინანსური მართვისა და კონტროლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.
კონფერენციაზე მონაწილეებმა თანამედროვე, ჰიბრიდულ ეპოქაში არსებული გამოწვევები და მასთან დაკავშირებული რისკები განიხილეს, ასევე ისაუბრეს რისკის მართვის მნიშვნელობაზე, სტრატეგიული კომუნიკაციების, კიბერუსაფრთხოებისა და კორუფციულ რისკებზე.
კონფერენციის მსვლელობისას განხილული იყო საკითხები საქართველოს საჯარო სექტორში რისკის მართვის მიმართულებით არსებულ პროგრესზეც.