რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე რამდენიმე წუთში უნდა გახდეს ცნობილი. ადვოკატების ნაწილი სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს და გირაოს სანაცვლოდ მოითხოვს მათი დაცვის ქვეშ მყოფების გათავისუფლებას. პროკურატურა ცხრავე დაკავებულის პატიმრობას ითხოვს.