რუსეთი გაეროსთან თანამშრომლობის გადაფასებით იმუქრება

20 ოქტომბერი 2022, 10:17 341 ნახვა

რუსეთი გადახედავს გაეროს გენერალურ მდივან  ანტონიო გუტერეშთან და მის გუნდთან თანამშრომლობას, თუკი გუტერეში უკრაინაში ჩამოგდებული უპილოტო საფრენი აპარატების  შესამოწმებლად გაეროს ექსპერტებს გაგზავნის. განცხადება გაეროში რუსეთის ელჩის მოადგილემ გააკეთა.

დიმიტრი პოლიანსკიმ არ დააკონკრეტა, თუ რომელ თანამშრომლობაზე შეიძლება აისახოს ეს. 

ჟურნალისტებთან საუბრისას პოლიანსკიმ ასევე განაცხადა, რომ ის არ ამყარებდა დიდ  იმედებს  გაეროს შუამავლობით გაფორმებულ შეთანხმებაზე, რომელიც  უკრაინული მარცვლეულის და სასუქის ექსპორტის განახლებას ეხება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი