ხიმშიაშვილების სახლის მომავალი

19 ოქტომბერი 2022, 19:38 1231 ნახვა

ახმედ ბეგ ხიმშიაშვილის სახლი და ბეგების სასაფლაო უკვე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს. დაბა ხულოში, საკათედრო ტაძრის გვერდით მდებარე სახლი მე-19 საუკუნის 20-იან წლებში სწორედ ახმედ ბეგმა ააშენა. იგი ცნობილი ისტორიული პირის, სელიმ ხიმშიაშვილის ვაჟი იყო, რომელიც მამის სიკვდილით დასჯის შემდეგ ძმასთან ერთად გაიქცა და თავი გურიას შეაფარა. აღნიშნული ორი ობიექტისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებას ადგილობრივები ითხოვდნენ. მათი  თქმით, სტატუსიანი ობიექტები მუნიციპალიტეტს  ტურისტულად უფრო საინტერესოს გახდის.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი