სოფლის მხარდაჭერის პროგრამა შეწყდა. ადგილობრივ დონეზე, სხვადასხვა ტიპის პროექტის დაფინანსება, მიმდინარე წელს სხვა მუხლებიდან მოხდება. თუმცა, რამდენად გაწვდება მუნიციპალური ბიუჯეტები, იმ სამუშაოების დაფინანსებას, რომლებიც მოსახლეობისთვისაა პრიორიტეტული, ჯერ კიდევ უცნობია.საჭიროების შემთხვევაში კონკრეტული რაოდენობის თანხა გამგეობებმა თავად უნდა მოითხოვონ. განმსაზღვრელი, სამუშაოს ტიპი და მრჩეველთა საბჭოების რეკომენდაციები იქნება. ხელისუფლებაში ირწმუნებიან, რომ სოფლის მოსახლეობა კვლავ მაქსიმალურად იქნება ჩართული საკუთარი პრობლემების გადაჭრის პროცესში.