რუსეთის ქალაქებში მობილიზაცია გაძლიერებული ტემპით მიმდინარეობს. რუსული გამოცემის მიხედვით, ორ რაიონში პოლიციელები სახლიდან გამოსულ ახალგაზრდებს პირდაპირ ეზოში დახვდნენ.
სამხედრო კომისარიატის თანამშრომლები და პოლიციელები ახალგაზრდა მამაკაცებს ჯარში გაწვევის უწყებებს საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოებში ურიგებენ და ხალხს არ უშვებენ მანამ სანამ დოკუმენტს არ ჩაიბარებენ.
რეზერვისტების საძებნელად კი პოლიცია ყველა ბინის კარზე აკაკუნებს და ყველა რეზერვისტს სათითაოდ ეძებს.