მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც ქუჩაში ჩაწერილი მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა.
,,საქმე გვაქვს ტერორისტებთან. ათობით რაკეტა, ირანული "შაჰიდები"... მათ ორი სამიზნე აქვთ - ენერგოობიექტები და ადამიანები“ - ამბობს ზელენსკი.
გახსოვდეთ, რომ უკრაინა იქამდეც არსებობდა, ვიდრე ეს მტერი გამოჩნდებოდა, უკრაინა დარჩება მომავალშიც," - ასე ასრულებს ვიდეო-მიმართვას, საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი.