საშტაბო კურსები სერჟანტებისთვის

10 ოქტომბერი 2022, 10:45 320 ნახვა

სერჟანტებმა სამეთაურო და სამეთაურო - საშტაბო კურსები დაასრულეს. უწყების ინფორმაციით,  მსმენელებმა შეისწავლეს თავდაცვითი და თავდასხმითი ოპერაციები, სამხედრო გადაწყვეტილების მიღების პროცესი, საბრძოლო მომზადების ორგანიზება და ქვედანაყოფის მართვის პროცედურები.

სერჟანტთა სამეთაურო-საშტაბო კურსი 28 კვირის, ხოლო სერჟანტთა ძირითადი სამეთაურო კურსი 18 კვირის განმავლობაში წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ბაზებზე მიმდინარეობდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში