დასაქმების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა

08 ოქტომბერი 2022, 14:28 1465 ნახვა

“დასაქმების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფებისთვის“ - პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.

ღონისძიებაში სხვადასხვა აქტივობის მხარდამჭერი სამოქალაქო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები, სამიზნე ჯგუფების წევრები და ბენეფიციარები მონაწილეობდნენ.

პროექტის მიზანი მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები შშმ პირებისთვის, ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის, სოციალურად დაუცველი ახალგაზრდებისთვის, ეკომიგრანტებისთვის და სხვა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებისთვის დასაქმების ხელშეწყობაზე ორიენტირებული გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ საინფორმაციო სერვისების და მოკლევადიანი საგანმანათლებლო კურსების შეთავაზება იყო.

პროექტის ფარგლებში განხორციელდა სპეციალური სამოტივაციო ტრენინგები და შემუშავდა ექსკლუზიური გადამზადების და დასაქმების მეთოდოლოგია.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი