ოდესის ლიტერატურული ფესტივალი ბათუმში

07 ოქტომბერი 2022, 19:55 1213 ნახვა

ოდესის მერვე საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალი ბათუმში გრძელდება. საღამო საზაფხულო თეატრში ჩატარდა, მასში ქართველი და უცხოელი მწერლები და პოეტები მონაწილეობენ. ესწრებიან ადგილზეც და არის ონლაინ ჩართვებიც. ფესტივალის ბათუმში ჩატარება რუსეთ-უკრაინის ომის გამო გადაწყდა. მთავარი თემაც ომის გავლენებია როგორც უკრაინაზე, ასევე მთელ მსოფლიოზე.წელს ფესტივალისთვის შავი ზღვის აუზის ქვეყნებს შორის საქართველო, კონკრეტულად კი ბათუმი შეირჩა. 4 დღიანი ფესტივალის პროგრამა მოიცავს მკითხველებთან უკრაინელი, ქართველი, შვეიცარიელი, რუმინელი, პოლონელი, გერმანელი და თურქი მწერლების შეხვედრებს, ახალი წიგნების პრეზენტაციებს, სემინარებს, დისკუსიებს, ქართული და უკრაინული პოეზიის საღამოს.  ფესტივალი ხვალ დასრულდება.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი