თავდაცვის ძალები თურქეთისგან ახალ, ნატოს სტანდარტების ჯავშანტრანსპორტიორებს მიიღებს. თურქული კომპანიის წარმომადგენლებს თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლეს.
ჯავშანტრანსპორტიორები მისი აღჭურვილობითა და ქვესისტემებით ნატოს სტანდარტების შესაბამისია.
ამ სისტემით საქართველოს თავდაცვის ძალების აღჭურვა ხელს შეუწყობს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და თურქეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.