ხულოში, ქვედა თხილვანის მოსახლეობასთან კიდევ ერთი შეხვედრა ხვალ გაიმართება. 62 ოჯახს ამ დრომდე საფრთხე ემუქრება. გეოლოგების დასკვნით, მათი განსახლება აუცილებელია. მოსახლეობას ხელისუფლების წარმომადგენლები გუშინ შეხვდნენ ადგილობრივები ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ 3 თვით ქირით გადაყვანას არ თანხმდებიან. შეხვედრის განსხვავებულ შედეგზე საუბრობს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე. რამაზ ჯინჭარაძის თქმით, ოჯახები შეთავაზებას დათანხმდნენ.