ხეზე კვეთის ოსტატის 10 წევრიანი ოჯახი ათობით წლის შემდეგ საცხოვრებელ ადგილს იცვლის. მეწყერსაშიში ზონის გამო რესან ჟოჟაძე საცხოვრებლად სხვა სოფელში გადადის. მომავალი წლიდან ის ახალ ცხოვრებას სოფელ პირველ მაისში დაიწყებს, სადაც თავის საამქროსაც გადაიტანს. ამბობს, რომ ახალი ადგილი მისი ბიზნესისთვის მომგებიანი იქნება.