ტაილანდში საბავშვო ბაღში სროლის დროს სულ მცირე 36 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 22 ბავშვია. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი საბავშვო ბაღში იმ დროს შეიჭრა, როდესაც აღსაზრდელებს ეძინათ. ცნობილი ხდება მისი ვინაობაც, 34 წლის მამაკაცი ყოფილი პოლიციელია, მან ასევე თავისი ცოლი და შვილიც დახოცა.
ცენტრალური საგამოძიებო ბიუროს ინფორმაციით, თავდასხმის შემდეგ მამაკაცმა თავი მოიკლა.
უცნობია შედის თუ არა მსროლელი და თავისი ოჯახის წევრები დაღუპულთა რიცხვში. მომხდარის გამო პრემიერ-მინისტრმა მწუხარება გამოთქვა.