ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი შეათანხმეს

05 ოქტომბერი 2022, 14:51 173 ნახვა

ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი შეათანხმეს. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სანქციების მერვე პაკეტის ფარგლებში ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რუსულ ნავთობზე ფასის ზედა ზღვარი დააწესონ.

გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირის ზომები ასევე მოიცავს ექსპორტსა და იმპორტზე დამატებით შეზღუდვებს, აგრეთვე ინდივიდუალურ საქნციებს რუსეთის მთავრობის წარმომადგენლების წინააღმდეგ.

სანქციები ძალაში შევა ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი