საკრებულოს სხდომა

18 იანვარი 2017, 00:00 1835 ნახვა

ბათუმის საკრებულომ ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ცვლილებები შეიტანა და ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მიმდებარედ 3 ჰექტარ ტერიტორიას, საცხოვრებელი ზონის სტატუსი სამრეწველოთი შეუცვალა. მერიაში აცხადებენ, რომ ტერიტორიით ინვესტორია დაინტერესებული და გაზბეტონის ქარხნის მშენებლობას გეგმავს. ირაკლი ახალაძის განმარტებით, ტერიტორიაზე ნავთობტერმინალის მილებია, რის გამოც მისი სამრეწველო მიმართულებით განვითარება განიხილება. რაც შეხება ეკოლოგიური უსაფრთხოების საკითხებს _ მერიის არქიტექტურის სამსახურში განმარტავენ, რომ მშენებლობის ნებართვა მხოლოდ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის შემუშავების შემდეგ გაიცემა. საკრებულო ცვლილებას ერთხმად დაეთანხმა. ლაშა სირაბიძის განცხადებით, გადაწყვეტილება მოსახლეობასთან შეთანხმებულია. დღესვე ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე მცხოვრებ 5 ოჯახს საცხოვრებელი ფართი გადაეცა. ბინის გადაცემას კიდევ 6 ოჯახი ელოდება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი