ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსული ჯარი 200 ათასი ახალწვეულით შეივსო, ამ პროცესში არ მონაწილეობს ბელარუსი.
ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ რუსეთს მხარს უჭერს, მაგრამ ბელარუსული არმიის ომში ჩართვის საჭიროებას ვერ ხედავს, პარალელურად უკრაინაში უკვე ოფიციალურად გადაწყდა, რომ პუტინთან არანაირი მოლაპარაკება არ შედგება, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ქვეყანა აშკარად წარმატებით ამარცხებს ოკუპანტს.