ოლენა ზელენსკას საერთაშორისო ჯილდო გადაეცა

05 ოქტომბერი 2022, 10:55 178 ნახვა

პოლონეთში ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე უკრაინის პირველ ლედის ოლენა ზელენსკას საერთაშორისო  ჯილდო  "თავისუფლების რაინდი"  გადასცეს.  ეს ჯილდო ყოველწლიურად ენიჭება "გამოჩენილ პიროვნებებს". 2021 წელს თავისუფლების რაინდით რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი დაჯილდოვდა.

პოლონეთის დედაქალაქში მიმდინარე  ორდღიანი უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი.

ფორუმი უკრაინის ომსა და ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას ეძღვნება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში