5 ოქტომბერს პორტუგალიიდან ბათუმში ღვთისმშობლის ქანდაკებას ჩამოაბრძანებენ, რომელიც ,,ფატიმის ღვთისმშობლის’’ სახელით არის ცნობილი.
ფატიმა პორტუგალიის ქალაქია, სადაც გადმოცემის მიხედვით, 1917 წელს სამ მწყემს ბავშვს ღვთისმშობელი გამოეცხადა. მათგან ერთ-ერთმა, ლუსიამ, დეტალურად აღწერა ღვთისმშობლის სახე გამოცხადებისას.
მორწმუნეებს ქანდაკების მოლოცვა 22:00 საათიდან ბათუმის კათოლიკურ ეკლესიაში შეეძლებათ. 6 ოქტომბერს 10:00 საათზე კი წმინდა წირვა ჩატარდება.