ნატოს წევრმა ცხრა ქვეყანამ მხარი დაუჭირა ალიანსში უკრაინის გაწევრიანებას

02 ოქტომბერი 2022, 17:38 657 ნახვა

ნატო-ს ცხრა წევრი ქვეყნის პრეზიდენტები ალიანსში უკრაინის გაწევრიანების მხარდამჭერ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადების თანახმად, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პრეზიდენტებმა თავად ნახეს რუსეთის აგრესიის ეფექტი, რის გამოც ოკუპანტის მიერ საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევაზე გაჩუმება არ შეუძლიათ.

ისინი მხარდაჭერას კიდევ ერთხელ უცხადებენ უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას,  გმობენ რუსეთის მცდელობებს, მოახდინოს უკრაინის რომელიმე ტერიტორიის ანექსია, ემხრობიან  2008 წლის ბუქარესტის ნატო-ს სამიტის გადაწყვეტილებას უკრაინის მომავალ წევრობასთან დაკავშირებით.  

9 პრეზიდენტი  რუსეთისგან მოითხოვს დაუყოვნებლივ დატოვოს ყველა ოკუპირებული ტერიტორია, ხოლო მოკავშირეებს  მოუწოდებენ  მნიშვნელოვნად გაზარდონ უკრაინის სამხედრო დახმარება.

ყველა, ვინც აგრესიის დანაშაულს ჩაიდენს, პასუხი უნდა აგოს და დაისაჯოს“ – აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ ჩეხეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიტვის, ჩრდილოეთ მაკედონიის, მონტენეგროს, პოლონეთის, რუმინეთისა და სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტები.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი