სოროპტიმისტ ინტერნეიშენალი კლუბ ბათუმის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო შეხვედრა გაიმართა აჭარის მწერალთა სახლში.
ღონისძიებაზე, ასევე მოეწყო წიგნის „ევროპული მომავლის იმედით'' პრეზენტაცია. ორგანიზაცია 1992 წლის 19 სექტემბერს დაარსდა, რომლის დამფუძნებელი ქართულ-აფხაზური საგას დამაარსებელი ნათელა დუმბაძეა.
კლუბის მიზანი ევროპისკენ სვლაა,ორგანიზაციაში გაწევრიანებული არიან სხვადასხვა სფეროს მოქალაქეები, რომლებიც პროექტებსა და აქტივობებს ახორციელებენ.