საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ახალი დირექტორი მრჩევლებმა ვერ აირჩიეს. პირველ ტურში ოთხი კანდიდატიდან მრჩევლებმა 1 ხმა ნათია თავდგირიძეს მისცეს. რის შემდეგაც ის მეორე ტურში გადავიდა, თავდგირიძეს მეორე ტურში ხმა მხოლოდ 2 მრჩეველმა მისცა.
დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად კი 3 მრჩევლის მხარდაჭერაა საჭირო.
პროცედურების მიხედვით, როდესაც მრჩევლები კანდიდატს ვერ ირჩევენ, კონკურსი თავიდან გამოცხადდება.