ტურისტული პოტენციალის გაზრდის მიზნით გრძელდება ბათუმის პოპულარიზაცია. ამჯერად ზღვისპირა ქალაქს საუდის არაბეთიდან რეიტინგული მედიის ჟურნალისტები სტუმრობენ. ისინი აჭარის ტურისტული პოტენციალის შესახებ მასალებს მოამზადებენ.
ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით მედიის წარმომადგენლები ბათუმში უკვე იმყოფებოდნენ 10 ქვეყნიდან.