რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, რომ სწორედ დღეს წყდება მსოფლიო წესრიგის მომავლის საკითხი. ლავროვის განცხადებით, აშშ და დასავლეთი მსოფლიო ჰეგემონიისკენ ისწრაფვიან.
რუსეთის საზღვართან ნატო-ს ძალების განთავსების შემდეგ კი საკუთარი გავლენის გავრცელებას აზიაშიც ცდილობენ. სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსეთი თავისი ტერიტორიის დაცვის პირობას დებს.
უკრაინაში კი ის ტერიტორიები, რომლებშიც ე.წ. რეფერენდუმი იმართება რუსეთის „სრული დაცვის“ ქვეშ იქნებიან. ის სიტყვით გამოსვლისას ცდილობდა, გაემართლებინა თებერვალში, რუსეთის შეჭრა უკრაინაში.