ქვედა სამებაში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვენ

22 სექტემბერი 2022, 20:04 887 ნახვა

სოფელ ქვედა სამების მოსახლეობა სასმელი წყლისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვს. მათი თქმით, გარდა ამ პრობლემისა, უხვი ნალექის დროს დიდდება მდინარე, რომელიც ეზოებსა და საცხოვრებელ სახლებს აზიანებს.

მოსახლეობის მტკიცებით, ადგილობრივ ხელისუფლებას არაერთხელ მიმართეს.

ხელვაჩაურის მერმა სატელეფონო საუბარში განმარტა, რომ პრობლემები ცნობილია.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად ტენდერია გამოცხადებული, ასევე მიმდინარეობს წყლის ჭაბურღილების ძიება.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი