მოსკოვის პროკურატურის განცხადებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეებს “თავისუფლების 15 წლამდე აღკვეთა” ემუქრებათ.

21 სექტემბერი 2022, 19:56 746 ნახვა

მოსკოვის პროკურატურის განცხადებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეებს “თავისუფლების 15 წლამდე აღკვეთა” ემუქრებათ.

ინფორმაცია ამის შესახებ უწყების ვებგვერდზე განთავსდა.

პროკურატურა აღნიშნავს, რომ აღნიშნული ინფორმაცია დაანონსებული საპროტესტო აქციების საპასუხოდ ქვეყნდება.

“ინტერნეტში, მათ შორის სოციალურ ქსელებში, გამოქვეყნდა ინფორმაცია, მოსკოვში საჯარო აქციებში მონაწილეობისა და სხვა უკანონო ქმედებების ჩადენის მოწოდებით. ეს მასობრივი ღონისძიებები აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებთან კანონით დადგენილი წესით არ იყო შეთანხმებული”, - წერია განცხადებაში.

მოსკოვის პროკურატურა აღნიშნავს, რომ სოცქსელებით, ფორუმებით და სხვა ვებგვერდებით “მსგავსი მასალების გავრცელება”, მოზარდების უკანონო ქმედებებში ჩართვა, ასევე უკანონო აქციების ორგანიზება ან მათში მონაწილეობა, ითვალისწინებს ადმინისტრაციულ ან სისხლისსამართლებრივ დასჯას, “მათ შორის, თავისუფლების 15 წლამდე აღკვეთის სახით”.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი