უკრაინაში ომის 206-ე დღეა. უკრაინა კი წარმატებულ კონტრშეტევებს განაგრძობს. ხარკოვის ოლქის ქალაქი კუპიანსკი სრულად დეოკუპირებულია. პარალელურად კი გათავისუფლებულ იზიუმში საფლავებს ითვლიან. რუსეთის ომის დანაშაულებებზე საუბრობს ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი. ანგარიშში აღნიშნულია, რომ უკრაინელი დამცველები, დანარჩენი ოკუპირებული დასახლებების გათავისუფლებისას, გააგრძელებენ რუსეთის სისასტიკის მტკიცებულებების აღმოჩენას. უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში თქვა, რომ გაერო უკვე ამზადებს ჯგუფს, რომელიც ჩავა იზიუმში და შეისწავლის იქ არსებულ სიტუაციას.