გათავისუფლებულ იზიუმში საფლავებს ითვლიან

17 სექტემბერი 2022, 11:41 486 ნახვა

რუსები სამხედრო დანაშაულებს სჩადიან ყველა ოკუპირებულ ტერიტორიაზე-ამას მოწმობს ხარკოვის რეგიონის გათავისუფლებულ ქალაქებში აღმოჩენილი მასობრივი საფლავები და წამების ადგილები-ამის შესახებ ნათქვამია ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის ანგარიშში. „ახლად გათავისუფლებულ იზიუმში მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი საფლავებისა და წამების ადგილების აღმოჩენა ადასტურებს, რომ ბუჩაში მომხდარი სისასტიკე არ იყო ომის ცალკეული დანაშაულები, არამედ რუსული სიმხეცის მცირე ნაწილი, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩაიდინა“,- ნათქვამია განცხადებაში. ომის შემსწავლელ ინსტიტუტში დარწმუნებულნი არიან, რომ უკრაინელი დამცველები, დანარჩენი ოკუპირებული დასახლებების გათავისუფლებისას, გააგრძელებენ რუსეთის ომის დანაშაულებისა და სისასტიკის მტკიცებულებების აღმოჩენას. უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში თქვა, რომ  გაერო უკვე ამზადებს ჯგუფს, რომელიც ჩავა იზიუმში და შეისწავლის იქ არსებულ სიტუაციას.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი