გაზსადენ "ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ს ჩინეთისკენ მიმავალი ალტერნატიული გაზსადენი, "ციმბირის ძალა 2“ ჩაანაცვლებს 

16 სექტემბერი 2022, 14:49 546 ნახვა

გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ს ჩინეთისკენ მიმავალი ალტერნატიული გაზსადენი, "ციმბირის ძალა 2“ ჩაანაცვლებს - ამის შესახებ რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ალექსანდრე ნოვაკმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, რუსეთი და ჩინეთი მალე მოაწერენ ხელს შეთანხმებას, რომელიც „ციმბირის ძალა 2“-ით წელიწადში ჩინეთისთვის 50 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდებას ითვალისწინებს. ეს მოცულობა წარმოადგენს „ჩრდილოეთ ნაკადი 1“-ის თითქმის მაქსიმალურ სიმძლავრეს, რომელიც სექტემბრიდან გათიშულია. აღნიშნული გაზსადენი ევროპისთვის რუსული გაზის მიწოდების მესამედს უზრუნველყოფდა.

„ციმბირის ძალა 2“-ით რუსეთი ჩინეთს გაზს მონღოლეთის გავლით მიაწოდებს. მილსადენის მშენებლობა კი 2024 წელს დაიწყება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი