იტალიის ცენტრალურ ნაწილში ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია, რის შედეგადაც სულ მცირე 8 ადამიანი გარდაიცვალა. დაიტბორა საცხოვრებელი სახლები. უცხოური მედიის ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი დაკარგულად ითვლება. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაახლოებით სამი საათის განმავლობაში 400 მილიმეტრის ოდენობის ნალექი მოვიდა, რის შედეგადაც რამდენიმე ქალაქში ქუჩები დაიტბორა.