"დავასუფთავოთ მსოფლიო 2022-ის " ფარგლებში ქედის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა. ცენტრალური მაგისტრალის მიმდებარე ტერიტორიები და ადმინისტრაციული ერთეულების ცენტრები საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაიწმინდა. დასუფთავების კამპანიაში მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები ასევე ადგილობრივი მოსახლეობა ჩაერთო.