აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა გაიმართა ბათუმში. დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია სამედიცინო სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნეს. უწყების ინფორმაციით, ბიუჯეტი მომავალ წელს დაახლოებით 2 მილიონით გაიზრდება და 31 მილიონ ლარზე მეტი იქნება. იზრდება ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების“ პროგრამის ბიუჯეტი, ემატება რამდენიმე ახალი პროგრამა, მათ შორის ოფთალმოლოგიისა და ფსიქოსოციალური აბილიტაცია-რეაბილიტაციის მიმართულებით, ასევე იზრდება პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციართა რაოდენობაც უკვე მოქმედ პროგრამებში. როგორც სამინისტროში აცხადებენ, ბიუჯეტში აქცენტი იმ სამედიცინო სერვისებზე კეთდება, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამებით არ იფარება.