აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ანგარიში

22 დეკემბერი 2023, 14:48 608 ნახვა

მედიცინის დღესთან დაკავშირებით აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ დღეს უწყების საქმიანობის ანგარიში წარადგინა. პრეზენტაციაზე მინისტრმა ელექტრონულად, ვიდეო რგოლის საშუალებით წარადგინა ინფორმაცია მოქმედი სამედიცინო და სოციალური პროგრამების შესახებ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ჯამში 36 პროგრამას ახორციელებს და ამ პროგრამებით წელს 90 ათასმა ადამიანმა ისარგებლა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მომავალი წლის ბიუჯეტი 51 მილიონ 255 ათასი ლარი იქნება. დღევანდელ ღონისძიებაზე სამინისტრომ აჭარის ჯანდაცვის სფეროში მოღვაწე 8 მედიკოსი დააჯილდოვა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში