ფაროსანის საწინააღმდეგო ღონისძიებები. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თერმული ნისლით წამლობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში განხორციელდა, დამუშავდა 2 340 ჰექტარი ტერიტორია. შეწამვლითი სამუშაოები უსაფრთხოების წესების დაცვით, ღამის საათებში, მეფუტკრე ფერმერებთან კოორდინაციით ტარდება.