ოზურგეთში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

11 სექტემბერი 2022, 17:58 849 ნახვა

ოზურგეთში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით გარკვეული დეტალები ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს თავს იმ დროს დაესხნენ, როცა ის თანმხლებ პირთან ერთად ავტომანქანით ანასეულის გზაზე გადაადგილდებოდა. თვითმხილველების ინფორმაციით, კლინიკაში ახალგაზრდა მამაკაცი უცნობმა პირებმა შეიყვანეს. პოლიცია ადასტურებს, რომ იდენტიფიცრებულები ჰყავს ეს ადამიანები. როგორც ექიმმა განაცხადა, მას სასიცოცხლო ნიშნები არ აღენიშნებოდა. გარდაცვლილი, ციხიდან ერთი წლის გამოსული იყო. ერთი კვირის წინ კი იტალიიდან ჩამოვიდა, სადაც დედასთან იმყოფებოდა. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით არის დაწყებული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში