დამატებითი სანქციები რუსეთის მოქალაქეებს

09 სექტემბერი 2022, 11:32 680 ნახვა

რუსეთის მოქალაქეებისთვის რამდენიმე ქვეყანა სანქციებს ამკაცრებს. 19 სექტემბრიდან რუსეთის მოქალაქეები პოლონეთში, ლიეტუვაში, ლატვიასა და ესტონეთში შენგენის ვიზით მოგზაურობას ვეღარ შეძლებენ. ევროკომისიის მიერ მანამდე მიღებული გადაწყვეტილებით, მათ 12 სექტემბრიდან ისედაც ურთულდებათ ევროკავშრის/შენგენის ზონის ვიზების მიღება. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, არ აქვს მნიშვნელობა რომელ ქვეყანაში გაცემული ვიზა ექნებათ რუსეთის მოქალაქეებს, ისინი ჩამოთვლილ ქვეყნებში შესვლას ვერ შეძლებენ. „არ ჩამოხვიდეთ ესტონეთში. „ევროკავშირში მოგზაურობა არის პრივილეგია და არა ადამიანის უფლება“, - აღნიშნულია ოთხი სახელმწიფოს ერთობლივ ტექსტში. ცნობისთვის, შეზღუდვა მოქმედებს ტურისტული, კულტურული, სპორტული და საქმიანი მიზნით მოგზაურობის მსურველ პირებზე. გამონაკლისი მხოლოდ ის მოქალაქეები, რომლებიც ევროკავშირში ჰუმანიტარული მიზნით ჩავლენ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი