გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ სამეფო ოჯახსა და გაერთიანებულ სამეფოს - ირაკლი ღარიბაშვილი

08 სექტემბერი 2022, 22:19 610 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დიდი ბრიტანეთის დედოფლის ელისაბედ მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

პრემიერ მინისტრი  სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს, რომ ელისაბედ მეორე იყო ლიდერი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში უძღვებოდა ერს, იყო პატივისცემისა და სიყვარულის ობიექტი.

"გულითადად ვუსამძიმრებთ სამეფო ოჯახს, გაერთიანებული სამეფოს მთავრობასა და ხალხს. მისი უდიდებულესობა, დედოფალი ელისაბედ მეორე იყო ლიდერი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში  უძღვებოდა ერს, იყო პატივისცემისა და სიყვარულის ობიექტი. ის თაობებს ემახსოვრება!“ - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი