ალბანეთს ირანელი დიპლომატები ტოვებენ

08 სექტემბერი 2022, 15:21 499 ნახვა

ალბანეთის ირანთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ განცხადების შემდეგ ირანელმა დიპლომატებმა საელჩოში  დოკუმენტების დაწვა დაიწყეს. ოფიციალური ტირანა  ისლამურ რესპუბლიკას ივლისში განხორციელებულ  კიბერშეტევებში ადანაშაულებს.გუშინ ალბანეთის  პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ ვიდეომიმართვისას ალბანეთში მყოფ  ირანელ დილომატებს და  ამ ქვეყნის საელჩოს პერსონალს 24 საათი მისცა  ქვეყნის დასატოვებლად და საელჩოს დასახურად.რამას თქმით, ივლისში სამთავრობო საიტებზე განხორციელებული კიბერშეტევა ქვეყანაში ქაოსის შეტანას ისახავდა მიზანად. თეირანი კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს და ტირანას გადაწყვეტილებას უსაფუძვლოს უწოდებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი