კალიფორნიაში ტყის ხანძარს ებრძვიან

03 სექტემბერი 2022, 17:20 604 ნახვა

კალიფორნიაში ტყის ხანძარს ებრძვიან, რის გამოც ათასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ცეცხლი შტატის სამხრეთ ნაწილში გაჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციით ხანძარმა უკვე 400 ჰექტარზე მეტი ტერიტორია მოიცვა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, სავალდებულო ევაკუაცია გამოცხადდა 3 დასახლებაში.

ჰაერის ტემპერატურა ზოგიერთ  ტერიტორიაზე 38 გრადუს ცელსიუსს აღწევს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში