არგენტინის ვიცე პრეზიდენტზე, კრისტინა ფერნანდეს დე კირხნერზე გუშინ თავდასხმის მცდელობა განხორციელდა თუმცა უშედეგოდ, შემთხვევა საკუთარ სახლთან მოხდა, როდესაც ის თავის მხარდამჭერებს ხვდებოდა. თავდასხმაში ეჭვმიტანილი 35 წლის კაცი დაკავებულია.
არგენტინის პრეზიდენტის განცხადებით, თავდამსხმელის იარაღში 5 ტყვია იდო, თუმცა ჩახმახზე გამოკვრის შემდეგ არ გაისროლა.
იმ შემთხვევაში თუ ეჭვმიტანილს ბრალი დაუდასტურდება, მას 12 წლით პატიმრობა ემუქრება.