რუსეთის აგრესია უკრაინაში გრძელდება. გასული დღე ღამის განმაცლობაში დონეცკის ოლქში დაბომბვას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 10 კი დაშავდა, მათ შორის 2 მცირეწლოვანი.
რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქი „გრადის“ ტიპის რაკეტებით დაბომბეს, დაშავდა 1 ადამიანი. ოკუპანტებმა დაბომბეს ნიკოპოლის რაიონიც, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
სლავიანსკში მასობრივი იერიშის შედეგად განადგურდა რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი და საბავშვო ბაღი. კიევის ოლქში კიდევ რამდენიმე მასიური სამარხი აღმოაჩინეს, 100-მდე ცხედარი იდენტიფიცირებულია.
უკრაინის გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპანტების 3 საზენიტო სარაკეტო სისტემა და რამდენიმე ჯავშანმანქანა გაანადგურეს.
უწყების ცნობით, გრძელდება მოწინააღმდეგის მართვისა და კონტროლის სისტემის და ლოგისტიკური მხარდაჭერის მოშლა.