რუსულმა კომპანია „გაზრპომმა“ ევროპას გაზის მიწოდება ახლა უკვე სრულად შეუჩერა. „გაზპრომმა“ ევროპისთვის 3 დღით გაზის მიწოდება 31 აგვისტოს დააანონსა, თუმცა 3 დღის გასვლის შემდეგ პროცესი სრულად შეაჩერა. მიზეზად ტურბინის გაუმართაობა სახელდება. კომპანიის განცხადებით ხარვეზის აღმოსაფხვრელად გაზპრომმა უკვე მიმართა Siemens Energy AG -ის აღმასრულებელ დირექტორს.
ევროკომისიაში მიიჩნევენ, რომ რუსულმა კომპანიამ „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენის მუშაობა ცრუ საბაბით შეაჩერა, ამის შესახებ ევროკომისიის სპიკერმა, ერიკ მამერმა დაწერა. მისი თქმით, ეს კიდევ ერთი დასტურია რამდენად არასანდოა „გაზპრომი“ როგორც მომწოდებელი, მისი თქმით ამით ასევე დასტურდება რუსეთის ცინიზმიც.
„გაზპრომის“ ქმედებას ევროპული საბჭოს პრეზიდენტიც გამოეხმაურა, შარლ მიშელის განცხადებით ეს ნაბიჯი გასაკვირი არ იყო, ისინი გაზს იარაღად იყენებენ, მაგრამ ეს ევროკავშირის გადაწყვეტილებას არ შეცვლის.
„ჩვენ დავაჩქარებთ ჩვენს გზას ენერგეტიკული დამოუკიდებლობისკენ. ჩვენი მოვალეობაა, დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები და მხარი დავუჭიროთ უკრაინის თავისუფლებას“ - დაწერა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.